თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, კერძოდ, სასამართლო პროცესზე ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის მიერ მოყვანილ მოწმეებს ჩვენება უნდა მიეცათ, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების უდავოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ასევე, ბრალდებულების თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ შუამდგომლობა დააყენა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც დამატებულიყო და დასაკითხ პირთა სიაში 2 პირის დამატება მომხდარიყო. ბრალდების მხარემ, ადვოკატების მიერ ექსპერტიზის დასკვნები უდაოდ ცნო, რის შემდეგაც მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ასევე, სასამართლოზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები ჩვენებას არ მისცემენ და საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში