პაატა მანჯგალაძე - სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი - პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს

სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი - პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნის წინაშე დგას ყველაზე მთავარი ამოცანა და ეს არის ეროვნული ერთიანობა და მობილიზაცია.

„ბუნებრივია, მსოფლიო დღეს დიდი ყურადღებით ელოდება ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას რადგან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური გარემო.

რუსული იმპერია საუკუნეების განმავლობაში ცვლიდა ნიღბებს, მაგრამ არსით მუდამ ერთსა და იმავეს ნიშნავდა - მონობას, ომებს და სისხლიან დაპყრობებს. ბოლო ორასი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაიშალა ეს იმპერია და ყოველი დაშლისას საქართველო თავისუფლდებოდა და ძლიერდებოდა. ასე იქნება დღესაც: იმპერიის დასუსტება ნიშნავს ჩვენი თავისუფლების განმტკიცებას.

სამარცხვინოა ყველა, ვინც ტრამპი–პუტინის ახალ გადანაწილებას ელოდება იმ ოცნებით, რომ საქართველო კვლავ რუსული სისხლიანი ჩექმის ქვეშ და ჭაობში იხილოს.

დღეს ჩვენს წინაშე დგას ყველაზე მთავარი ამოცანა, ეროვნული ერთიანობა და მობილიზაცია ისე, როგორც არასდროს. მხოლოდ ასე შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენს საუკუნეების მიზანს - საქართველო იყოს თავისუფალი, დაცული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში