ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის - ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე ღამით რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის განზრახვების დემონსტრაცია და ომთან დაკავშირებით მის ცინიკურ პოზიციას აჩვენებს.

ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძირითად საკითხებს განიხილავენ და უკრაინასთან ერთად, საუბარში მონაწილეობას მიიღებენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.

„ყველას სურს ღირსეული მშვიდობა და ნამდვილი უსაფრთხოება. სწორედ ამ მომენტში რუსები ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქსა და ოდესას ესხმიან თავს, ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებსა და ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსები განზრახ კლავენ ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხარკოვში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი მხოლოდ წლინახევრისაა, ზაპოროჟიეში კი სარაკეტო თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.

„ასევე, რუსეთმა ოდესაში აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. რუსეთის ომის მანქანა, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანების სიცოცხლის განადგურებას აგრძელებს. პუტინი ჩაიდენს დემონსტრაციულ მკვლელობებს უკრაინასა და ევროპაზე ზეწოლის შესანარჩუნებლად, ასევე დიპლომატიური ძალისხმევის შესამცირებლად. სწორედ ამიტომ ვეძებთ დახმარებას მკვლელობების შესაჩერებლად. სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები. სწორედ ამიტომ რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომში მონაწილეობისთვის. ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა: „შეჩერდი!“ - წერს ზელენსკი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის