ადვოკატი - ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას - სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს

ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით ბრალდებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე 28, 29 და 30 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა.

„ზვიად ცეცხლაძეს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და ბრალდების მხარეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჰქონდა, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ზვიად ცეცხლაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. ბრალდების მხარის წარმოდგენილი და ციტირებული მტკიცებულება ვერ ადასტურებს, ბრალად შერაცხულ ქმედებას. სასამართლოს რჩება ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოდ ცნოს. წარმოდგენილი მტკიცებულებები ეხებოდა 28, 29 და 30 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, ყველა პოლიციელი, რომელიც გამოიკითხა, მათ დაადასტურეს, რომ დაზიანებები ამ პერიოდში მიიღეს, ასევე დადასტურებულია, რომ ზვიად ცეცხლაძე ამ დღეების განმავლობაში ფიზიკურად არ იმყოფებოდა აქციაზე. მეტიც, ჩანაწერი, რომელსაც ბრალდების მხარე იშველიებდა ჩაწერილია 30 ნოემბერს, ამრიგად 30 ნოემბრამდე მიმდინარე პროცესებზე ეს ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად. წარმოდგენილი 4-წუთიანი ვიდეო შინაარსობრივად თავდაცვითი ხასიათისაა. ასევე, მთავარ ვიდეოს არ აქვს ვერბალური ნაწილი",- განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებული ზვიად ცეცხლაძე ორგანიზებას უწევდა აქციაზე მყოფ გარკვეულ ჯგუფებს, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებას, სხვადასხვა სახის ნივთების დამზადებასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას მოუწოდებდა.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე