დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფოსტით ხმის მიცემისა და საარჩევნო აპარატების გამოყენების გაუქმების თაობაზე აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომლის მიზანიც ფოსტით ხმის მიცემისა და საარჩევნო აპარატების გამოყენების გაუქმება იქნება.

„ვაპირებ, მოძრაობას ვუხელმძღვანელო, რათა ფოსტით ხმის მიცემა და ასევე, ძალიან არაზუსტი, ძვირადღირებული და სადავო საარჩევნო აპარატების გამოყენება გავაუქმოთ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის 2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის სამართლიანობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.

„ამჟამად, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ფოსტით ხმის მიცემას იყენებს. გაყალბებების გამო მასზე ყველამ უარი თქვა. გახსოვდეთ, რომ ხმების დათვლის პროცესში შტატები ფედერალური მთავრობის „აგენტები“ არიან. ის უნდა გააკეთონ, რასაც მათ ფედერალური მთავრობა ქვეყნის საკეთილდღეოდ ეტყვით“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ალასკაზე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა. მან თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. ფოსტით ხმის მიცემა არცერთ ქვეყანას აქვს. შეუძლებელია ფოსტით ხმის მიცემა და სამართლიანი არჩევნები ერთად გქონდეს“. ეს თქვა, როდესაც 2020 წლის შესახებ ვსაუბრობდით. მან თქვა: „თქვენ ეს არჩევნები ძალიან დიდი სხვაობით მოიგეთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა