თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმის პროკურორი - მტკიცებულებების საფუძველზე არ გამოკვეთილა, რომ დაზარალებულს ან სხვა პირს ჰქონდა დანა

გამოძიება ჩავატარეთ ობიექტურად და სრულყოფილად. ჩატარებული მტკიცებულებების საფუძველზე არ გამოკვეთილა, რომ იქ მყოფს დაზარალებულს ან სხვა პირს ჰქონდა დანა, - ამის შესახებ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმის პროკურორმა, ნინო ჟვანიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა გამოძიების მსვლელობისას ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას - ვიდეო კამერის ჩანაწერებს დაეყრდნო, ხოლო დანის არსებობის ვერსია, ჟვანიას თქმით, დაცვის მხარის ვერსიაა.

“პროკურატურამ საქმე ობიექტურად ჩაატარა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არ გამოკვეთილა, რომ დაზარალებულს თან ჰქონდა დანა. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ეს არის მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წამოყენებული ვერსია, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ამ მიმართულებით პროკურატურამ, რა საკვირველია, იმუშავა. ბრალდების მხარემ გამოითხოვა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ეს არის ვიდეო კამერების ჩანაწერები. ეს არ არის დანა, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმესთან არის შემხებლობაში და საერთოდ, არ ვიცით, ეს დანა არსებობს თუ არა ბუნებაში. ეს არის მხოლოდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია. ამ დანას მტკიცებულებითი საფუძველი საქმეში არ აქვს.

გამოძიება ჩავატარეთ ობიექტურად და სრულყოფილად. ჩატარებული მტკიცებულებების საფუძველზე არ გამოკვეთილა, რომ იქ მყოფს დაზარალებულს ან სხვა პირს ჰქონდა დანა”, - აღნიშნა პროკურორმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს