დონალდ ტრამპთან შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხვალ რიგგარეშე სამიტი მოიწვია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრების შედეგების განსახილველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სამიტი მოიწვია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების სამიტი ხვალ, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება.

„აშშ-სთან ერთად, ევროკავშირი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობას გააგრძელებს, რომელიც უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უსაფრთხოების ინტერესებს დაიცავს“, - წერს ანტონიო კოშტა X-ზე.

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელის დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 15:00 საათი) დაიწყება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე