დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს ევროპული ქვეყნები აიღებენ, ჩვენ მათ დავეხმარებით

ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე დათანხმდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ტვირთის დიდ ნაწილს საკუთარ თავზე ევროპული ქვეყნები აიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით, რომ ეს უსაფრთხო იყოს. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მომავალ აგრესიას შეაჩერებს და ვფიქრობ, აგრესია არ იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხს განიხილავს“.

ასევე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად სამმხრივი შეხვედრის გამართვა მალე სურს.

„ვფიქრობ, დღეს შეთანხმებას ყველაფრის შესახებ მივაღწევთ, მათ შორის, უსაფრთხოების შესახებაც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს