ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ "როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ,  მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ"  და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი

როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ტრამპის, პუტინისა და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში.

„სამმხრივი შეხვედრის იდეა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოგვარების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო, რადგან, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ უკრაინასთან ერთად გაერთიანებულები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, „ევროპელები აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხში თავისი წილი აქვთ“.

„თუმცა, ამ სიტუაციაში მათი საკუთარი უსაფრთხოება აშკარად სასწორზე დევს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს