ფინეთის პრეზიდენტი - ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელსაც შევძლებთ, რათა რუსეთის აგრესიული ომი დასრულდეს და ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ

ბოლო ორ კვირაში უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო სამ წელიწადში, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, რუსეთთან ჩვენი საკუთარი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ამჟამინდელი მდგომარეობიდან პოზიტიურ მხარეს თუ დავინახავთ, ჩვენ 1944 წელს გამოსავალი ვიპოვეთ და დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელსაც შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რათა რუსეთის აგრესიული ომი დასრულდეს და ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გატაცებული „ყველა ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს“.

„ეს მოლაპარაკებებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, „მშვიდობის მიღწევა ერთიანობით უნდა მოხდეს“.

„ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი მოდელის განხილვით დავიწყებთ. თუ მშვიდობის მიღწევა და სამართლიანობის უზრუნველყოფა გვსურს, მაშინ ეს ერთიანობით უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი