დონალდ ტრამპი - დავურეკე პუტინს და დავიწყე  პუტინსა და  ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

ტრამპმა დღეს საღამოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ეს საკითხი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

„[თეთრ სახლში] შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, ადგილი განსასაზღვრია.

ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც ორივე პრეზიდენტი და მე ვიქნებით. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი, გადადგმული ნაბიჯი ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს“, - დაწერა ტრამპმა.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიმართება შეხვედრები.

მან თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომლებსაც „სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით“.

ამასთან ტრამპი აღნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია.

„ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთ-უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით“, - დაწერა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის