ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს დათანხმდა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

მერცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ შეხვედრის ადგილმდებარეობა ჯერ არ არის განსაზღვრული.

მან ასევე განაცხადა, რომ ასეთი სამიტი კარგად უნდა იყოს მომზადებული, მაგრამ არ იცის, ექნება თუ არა პუტინს „გამბედაობა“, რომ ასეთ შეხვედრას დაესწროს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა