ფრიდრიხ მერცი - დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა

დონბასის დათმობა იგივეა, რაც აშშ-მა დათმოს ფლორიდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

მან გააკრიტიკა მოსკოვის მოლაპარაკების ტაქტიკა კიევთან მიმართებაში.

„რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მა უნდა დათმოს ფლორიდა“, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.

„[რაც შეეხება] კითხვას, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების გარანტიებში... აბსოლუტურად ნათელია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განუცხადა მერცმა მედიას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა