ემანუელ მაკრონი - თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გავზარდოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.

„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა და თვლის, რომ პრეზიდენტ პუტინსაც სურს სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ თუ საბოლოოდ ამ პროცესს უარყოფს, ჩვენ ასევე მზად ვართ ვთქვათ, რომ სანქციები უნდა გავზარდოთ“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.

ამასთან, მისი თქმით, ევროპის სამხედრო ძალებმა მომავალში უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„ჩვენ დაგვჭირდება ძლიერი უკრაინული არმია და უკრიანის დახმარება ადგილზე ჯარისკაცების განლაგებით. დაგვჭირდება სამშვიდობო ოპერაციები, რომელთა უზრუნველყოფაც უკრაინის მოკავშირეებს სურთ“, - აღნიშნა მაკრონმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა