კირ სტარმერის განცხადებით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილია.

მისი მტკიცებით, გარღვევა მოხდა უსაფრთხოების გარანტიების საკითხში და რეალური წინსვლაა ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით.

კითხვაზე, იქცევა თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული დიპლომატია აშშ-ის მიერ რუსეთის დაშოშმინების მცდელობად, სტარმერმა უპასუხა:

„ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ შედეგებზე ფოკუსირება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დაამშვიდებს ხალხს ევროპაში, უკრაინაში, განსაკუთრებით კი გაერთიანებულ სამეფოში“.

მისი განცხადებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა.

„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ წინ წავედით და საბოლოო ჯამში, ჩემთვის ყოველთვის იყო ტესტი - მივაღწიეთ თუ არა რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა სტარმერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის