ემანუელ მაკრონი - ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ევროპაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, შვეიცარიაში

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ევროპაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, შვეიცარიაში, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეხვედრა ევროპაში უნდა ჩატარდეს. ეს მხოლოდ ჰიპოთეზა არ არის, ეს კოლექტიური ნებაა. შეხვედრა ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა მოხდეს. შესაძლოა, შვეიცარიაში. მე მხარს ჟენევას ვუჭერ. ან შეიძლება სხვა ქვეყანაში ჩატარდეს, ბოლოს ორმხრივი მოლაპარაკებები სტამბოლში იყო“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებზე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვა გადაწყდა.

„გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა (დონალდ ტრამპის მონაწილეობით), შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზება დაიწყო.

გამოცემა Axios-ის ცნობით, დონალდ ტრამპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გამართვა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სურს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე