ანდრეი სიბიგა - უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მომავალ შეხვედრას შეუძლია მშვიდობის გზაზე გარღვევა მოიტანოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მკვლელობების დასრულება, მდგრადი მშვიდობის მიღწევა და უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ევროპელი და ნატო-ს ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით მძიმე სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსკოვი მშვიდობის საპირისპიროს აგრძელებდა: მეტ დარტყმას და ნგრევას“, - აღნიშნა სიბიგამ.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

„უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების მომავალ შეხვედრას შეუძლია მშვიდობის გზაზე გარღვევა მოიტანოს. ჩვენ მადლიერები ვართ შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის დამყარებისთვის“, - აღნიშნა სიბიგამ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე