ირაკლი კობახიძე - ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებას აფინანსებდნენ, თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ და ალტერნატიული ფორმები მოიფიქრეს - ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება

მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის მოსაზრებით, საქართველოში პოლარიზაციის გასაღრმავებლად დიდი ბრიტანეთი „დიფ-სთეითს“ აქტიურად იყენებს.

„ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. თქვენ ხედავთ, რომ „დიფ-სთეითი“ განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდი ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭვირვალობის, ე.წ. ფარას კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით. ვხედავთ, რომ პოლარიზაცია რადიკალურად არის შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივებას, დღეს, ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, თუმცა ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს