საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 110 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს, ხოლო 298 ვაკანტურ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდა.

“არჩეული პირები სრულად აკმაყოფილებენ კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში

არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი. არჩეულ პირთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე. აქედან, არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო 9 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 22 631 პირს, რაც საერთო რაოდენობის 93.87%-ია.

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 18 677 “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების” მონაწილეა, 1 976 - “საარჩევნო განვითარების სკოლების”, ხოლო 538 - “ახალგაზრდული ბანაკების” კურსდამთავრებულია. ეს გარემოება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამაღლებს პროცესის პროფესიულ სტანდარტს.

ამავდროულად, ზემოთ მოცემული მონაცემები ადასტურებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალედ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-იდან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.

რაც შეეხება განაცხადების რაოდენობას, 3 051 საარჩევნო უბნის 24 408 ვაკანტურ ადგილზე შემოვიდა 24 314 საკონკურსო განაცხადი, მათ შორის ხელმძღვანელი პირის ვაკანტურ ადგილზე 9 117 საკონკურსო განაცხადი, ხოლო კომისიის წევრების ვაკანტურ ადგილზე - 15 197”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში