თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პუტინი-ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება „მიმდინარეობს“ და „მრავალი ვარიანტი“ განიხილება,- განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა.

მან კონკრეტული ადგილმდებარეობის შესახებ კითხვებზე არ უპასუხა.

„ორივე ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ერთმანეთთან დასხდნენ და ამიტომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამაში დაეხმარება ორივე ქვეყანას“, - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა გეგმები - შესაძლო სამმხრივიდან ორმხრივ შეხვედრაზე - ლევიტმა თქვა, რომ „ეს იყო იდეა, რომელიც განვითარდა პრეზიდენტ ტრამპის საუბრების დროს როგორც პრეზიდენტ პუტინთან, ასევე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან“. მისი თქმით, „ყველა თანხმდება, რომ ეს შესანიშნავი პირველი ნაბიჯია“.

ლევიტის თქმით, ტრამპი „თანხმდება“ ორმხრივი შეხვედრის იდეას აშშ-ის დასწრების გარეშე.

„საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ომში არსებობს უთანხმოების სფეროები, რომლებიც ამ ორ ქვეყანას შორის უნდა განიხილებოდეს და გადაწყდეს. ამიტომ, მას სურს, რომ ეს ორი ქვეყანა პირდაპირ დიპლომატიაში ჩაერთოს“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი