მარკ რუტემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში თურქეთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამიტის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა - ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული უახლესი მოვლენები.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ხაზი გაუსვეს თურქეთის მნიშვნელოვან როლს უკრაინის სამშვიდობო პროცესსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაში. პრეზიდენტი ერდოღანი და ნატო-ს გენერალური მდივანი რუტე შეთანხმდნენ თურქეთის, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, წვლილზე სამშვიდობო პროცესში და მჭიდრო კოორდინაციაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუტემ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ხანგრძლივი და მდგრადი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს