დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, შესაძლოა, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის გადაცემა „Fox & Friends“-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტი და შესაძლებლობაა“, თუმცა, ტრამპის მსგავსად, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.

„პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები უკრაინაში ადგილზე არ განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში და შესაძლოა, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე