GCCA-იმ აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში, შპს „ბეთლაივის“ მიერ შპს „გლობალ გეიმინგის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ბაზარზე წარმოდგენილი იყო 34 სუბიექტი. ბაზრის საერთო მოცულობამ 709 890 110.85 ლარი შეადგინა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი 1430.6 ერთეულს გაუტოლდა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ასევე, ვინაიდან შპს „ბეთლაივი“ და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ არიან წარმოდგენილნი შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის ინდექსის (HHI) ცვლილებას.

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 13 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამ ეტაპზე, 1 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ