ირაკლი კობახიძე PACE-ს დეპუტატების განცხადებაზე - ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია

სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადება, რომელთა თქმით, „თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეიჩერა საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.

„ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ასეთ პირობებში, თავადაც ხედავთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია. ისეთი სტატუსის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სამწუხაროდ, სრულ აბსურდშია ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, განვითარება, პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი