პაატა მანჯგალაძე - ხაბეიშვილის, 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები, ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ - აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ

პროპაგანდა ეყრდნობა გზავნილს: „პუტინი მაგარია“. ისტორიულად ეს ახალი არ არის, ოდესღაც შაჰ-აბასის მომხრე მოღალატე ქართველებიც რაღაც მსგავსს ამბობდნენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანობა ერთად გადარჩენის გზა და საქართველოს მომავლის გარანტიაა.

„ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლება სამ მთავარ საყრდენზე დგას:ძალადობა; მოსყიდვა; პროპაგანდა.

პროპაგანდა ეყრდნობა გზავნილს: „პუტინი მაგარია“. ისტორიულად ეს ახალი არ არის, ოდესღაც შაჰ-აბასის მომხრე მოღალატე ქართველებიც რაღაც მსგავსს ამბობდნენ.

მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ.

აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ. ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იგივე წრეზე სირბილი.

ერთიანობა ახლა ჩვენი ერთად გადარჩენის გზა და საქართველოს მომავლის გარანტიაა.

ვინც ამას ებრძვის მტრის მსახურია არ უნდა ბევრი მტკიცება ამას“,- წერს პაატა მანჯგალაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა