თინა ბოკუჩავა - გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე 2008 წლის ომის დახურული განხილვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, პირველად 17 წლის მანძილზე, აშშ არ შეუერთდა - ესაა დასტური იმისა, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია

ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა მეგობრების გარეშე დატოვა და რუსეთისა და მისი მოკავშირეების გავლენის ქვეშ მოაქცია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, 2008 წლის ომიდან 17 წლის შემდეგ პირველად, აშშ გაეროში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას არ შეუერთდა, რაც იმის დასტურია, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც უწყება, ოფიციალურად აღარ არსებობს.

გუშინ გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე 2008 წლის ომის დახურული განხილვის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, პირველად 17 წლის მანძილზე, ამერიკის შეერთებული შტატები არ შეუერთდა. ეს არ არის ქართული დიპლომატიის კრახი, ესაა დასტური იმისა, რომ ქართული დიპლომატია მკვდარია.

იმდენად გადაიმტერა ივანიშვილის რეჟიმმა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის ღია მხარდაჭერამ 2008 წელს, ქართული ჯარის გმირობასთან ერთად, შეაჩერა პუტინი და შეგვინარჩუნა სახელმწიფო, დღეს ომის საკითხზე განცხადებაზე თავს იკავებს!

რატომ? იმიტომ, რომ დღეს ივანიშვილის „რუს-ქოცური“ რეჟიმი ამერიკას მტრად აცხადებს, ომის დაწყებაში ადანაშაულებს და მოკავშირეებად რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აცხადებს!

ამერიკა მოიძულეს, მაგრამ ქება-დიდებას იმსახურებენ „რუს-ქოცები“ ამავე გაეროში პუტინის წარმომადგენლის მოადგილესთან. ვინმე დიმიტრი პოლანსკი ამაყობს, რომ საქართველოს დღევანდელი (დე ფაქტო) ხელისუფლება სიბრძნით მოქმედებს, რის შედეგადაც საქართველო რუსეთის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ამიტომ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2012 წლიდან, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის „რუსული ოცნება“, არის „პუტინის ოცნება“, სადაც საქართველო დარჩენილია რუსეთის პირისპირ მარტო, საერთაშორისო იზოლაციაში, მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე. პუტინთან ურთიერთობის კი მხოლოდ ერთი ფორმა არსებობს: მონობა, მსახურება, მძევლობა და ჩაგვრა.

მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის ქართველი ერი ივანიშვილთან წააგებს? არა! არამც და არამც! ჩვენ გავიმარჯვებთ და დავიბრუნებთ ეროვნულ ღირსებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ივანიშვილმა აყარა! ჩვენ დავიბრუნებთ საქართველოს!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე