ირაკლი კუპრაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და „ძლიერი საქართველოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემის განხილვისას ირაკლი კუპრაძემ ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი არ აღელვებს, რადგან მათ აღრიცხვასაც კი არ აკეთებს.

"ამ სირთულეს სჭირდება ჩვენი მხრიდან აქტუალიზაცია. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე.

ე.წ. ხელისუფლებას და ივანიშვილს არ სურთ, მხარი დაუჭირონ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს!დღეს დედებს შევხვდით - დედებს, რომლებსაც გაუსაძლის სიღარიბეში ცხოვრება და შვილებს შორის არჩევანის გაკეთება უწევთ - ავადმყოფობის შემთხვევაში, რომელი შვილი დააწვინონ საავადმყოფოში. ეს არის ტრაგედია, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფამ მოიტანა.

მრავალშვილიანი ოჯახები და მათი პრობლემები ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!

ჯანდაცვისა და სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფის პროცესში ჩვენ მათ გვერდით უნდა დავუდგეთ, რადგან მათ ახლა რეალური მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ" , - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა