ნინო დათაშვილი - ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს

ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო, ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული - ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს,- ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა აქტივისტმა ნინო დათაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, დათაშვილი დაეთანხმა შუამდგომლობასაც, რომელიც მანამდე მისმა უფლებადამცველმა დააყენა საქმის სხვა სასამართლოში გადატანის თაობაზე.

„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, - განაცხადა ნინო დათაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია