პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმეზე, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის დართვას ითხოვს

ჩემი საუკეთესო ინტერესი იყო, რომ დაეკისრებინათ ჯარიმა, ან საერთოდ შეეწყვიტათ საქმე,- ასე უპასუხა ბრალდებულმა ნინო დათაშვილმა, პროკურორ მედეა ცირამუას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამბულატორიულ ექსპერტიზაზე დადგენილება ბრალდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.

როგორც ბრალდებულმა განმარტა, დაცვის მხარემ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია იმიტომ წარადგინა სასამართლო სხდომაზე, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოყენებულიყო.

მისივე თქმით, დიაგნოზი "ემოციური ლაბილობა" ყველა ორსულს და ყველა პოსტ ოპერაციულ პერიოდში მყოფ პირს აქვს.

მანამდე, პროკურორმა მედეა ცირამუამ შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაერთოს და ასევე, დასაკითხ პირთა სიას 2 ექსპერტი - თამარ ნიკოლოზიშვილი და დავით მაღრაძე დაემატოს.

„რადგან პატიმარი ვარ, აღარ მაქვს უფლებები? ჩემი თანხმობის გარეშე შეიძლება კლინიკიდან ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია; ჩემი თანხმობის გარეშე გამოითხოვოს? ჩემი აზრით, პროკურორი მიკერძოებულია და არაობიექტური.

გაურკვეველია, რას ნიშნავს „ჩემი საუკეთესო ინტერესი", რასაც პროკურორი ახსენებს ჩემზე საუბრისას, რადგან ჩემი საუკეთესო ინტერესი იქნებოდა ჯარიმა და თუნდაც იმ ერთი თვით გათავისუფლება, რასაც ვითხოვდი, რომ ჩემს აბიტურიენტ შვილთან გამეტარებინა ის დრო და გვერდში ვყოლოდი. ცნობაც იმიტომ წარვადგინეთ, რომ გაეთვალისწინებინათ მჭირდებოდა ხერხემალზე ოპერაცია და მინდოდა ეს გაეთვალისწინებინათ. ის „თანმხლები დაავადება“ - ფსიქოემოციური ლაბილობა კი, მართლაც ყველას შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ორსულს ქალებს და სხვა მხრივ, ეს არის შაბლონური ფრაზა. სწორედ ამის საფუძველზე დამინიშნეს ის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზაც. რაც შეეხება სტიგმას - მე არანაირი სტიგმა არ მაქვს. პირიქით, ისინი აპელირებდნენ ამ საკითხზე“, - განაცხადა ნინო დათაშვილმა.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს