პროკურატურამ სამტრედიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 20 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ