ირაკლი კობახიძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს,"- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე