დონალდ ტრამპი - შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე - კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის

შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე, ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია პლატფორმა Truth Social-ზე აქვეყნებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, წინ საინტერესო დროა.

“შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. სპორტში კარგი გუნდის მაგვარია, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის თამაშის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასთან და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა. კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან? ამისდა მიუხედავად, ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ნული შანსი. საინტერესო დროა წინ!!!”, - წერს ტრამპი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია