ირაკლი ფავლენიშვილი - დავით რაზმაძე არის მოღალატე, რომელმაც საკუთარ სამშობლოს უღალატა და ქართველი გმირები ხულიგნებად მოიხსენია - კინწისკვრით გავაგდებთ ამ ქვეყნიდან კოლექტიურ დავით რაზმაძეებს

დავით რაზმაძე არის მოღალატე, რომელმაც საკუთარ სამშობლოს უღალატა და ქართველი გმირები ხულიგნებად მოიხსენია. მოვითხოვეთ რაზმაძის იმპიჩმენტი, მაგრამ გახარიას პარტიის წევრები არ აგვყვნენ, რომლებიც ურცხვად იტყუებიან. კინწისკვრით გავაგდებთ ამ ქვეყნიდან კოლექტიურ დავით რაზმაძეებს! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, მოღალატეობრივი განცხადებები “ქართული ოცნების” სხვა წევრების მხრიდანაც სისტემატურად კეთდება.

“დღეს გორში “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებმა დააყენეს საკითხი იმპიჩმენტი საკრებულოს იმ თავმჯდომარის, რომელიც არის შემჩნეული საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატში, არა თუ შემჩნეული, არამედ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო გუშინ, რომ გვყავს ასეთი მოღალატე დავით რაზმაძე, რომელმაც უღალატა საკუთარ სამშობლოს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სისხლში ხელგასვრილ ჯარისკაცებს უწოდა მშვიდობისმყოფელები, ანწუხელიძის მკვლელებს, შინდისის გმირების მკვლელებს უწოდა მშვიდობისმყოფელები და ქართველი ჯარისკაცები, შინდისის გმირები, ანწუხელიძე მოიხსენია როგორც სააკაშვილის ხულიგნები. ეს არის “ქოცური” მენტალობა, შემთხვევითი არ არის, რომ კიდევ ერთი ასეთი მოღალატეობრივი განცხადება ვიხილეთ.

სისტემატურად კეთდება ასეთი მოღალატეობრივი განცხადებები არა მხოლოდ დავით რაზმაძის, არამედ ივანიშვილის ბანდის სხვა წევრების მხრიდან, რადგან ისინი არიან კოლაბორაციონისტები, მათ მიაჩნიათ, რომ ქართულ ჯარს კი არ უნდა ებრძოლა და დაეცვა ჩვენი ქვეყანა, არამედ უნდა დაეთმო რუსებისთვის და დიახაც, მათ რუსი ბატონები მიაჩნიათ მშვიდობისმყოფელებად, მათთვის ტენდერების, ფულის კეთების წყაროდ, მაგრამ ამ მოწოდებას იცით ვინ არ აჰყვა? ე.წ. ოპოზიცია, გახარიას პარტიის წევრები, რომლებიც დღეს ურცხვად იტყუებიან და აცხადებენ, რომ მათ არაფერი არ უთქვამთ და არ გაუკეთებიათ, არადა სოციალურ ქსელში პოსტიც არსებობს მათი საკრებულოს წევრის, რომ სანამ არ დადგინდება ავთენტურობა, თითქოს “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტმა გააყალბა დავით რაზმაძის ინტერვიუ. ახლაც ველოდებით მათ ხელმოწერას, იმპიჩმენტის პროცედურას და დიახაც, დავით რაზმაძეს კინწისკვრით გავაგდებთ და ყველა რუსეთის ქვეშევრდომს ამ ქვეყანაში, რადგან ეს ქვეყანა არის ანწუხელიძის, შინდისის გმირების ქვეყანა, ეს ქვეყანა არის მიხეილ სააკაშვილის, მისი გუნდის, იდეალისტების, რომელიც ბრძოლით მიღწეულ შედეგს საქართველოს თავისუფლებისთვის არ დათმობს, ხოლო კოლექტიურ დავით რაზმაძეებს მოუწევთ საჯარო სამსახურის დატოვება. ბრძოლა გამარჯვებამდე, ყველას კინწისკვრით გავაგდებთ პოლიტიკიდან, ვინც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იქნება ეს ე.წ ხელისუფლება თუ ე.წ ოპოზიცია”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს