პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ში, ხოლო 20 აგვისტოს სოციალურ ქსელ instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი