კახა კალაძე - დღეს, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება

დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძემ უპასუხა კითხვას, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშთან დაკავშირებით.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს და ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რითაც პირველ რიგში, ქვეყანას და მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს.

„რეალურად, თუ ავიღებთ იმ მონაცემებს, რაც აქვს საქართველოს რეფორმების, წინგადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, თუ სამართლიანად მივუდგებით, რა თქმა უნდა, იმ შეფასებას მივიღებთ, რაც მოვისმინეთ და ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის. ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს, გვაქვს მშვიდობა, ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რითაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ვითვალისწინებთ, ამას მოჰყვება ეკონომიკური განვითარებაც, წინსვლა. დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება”, - განაცხადა კალაძემ.

ამ ფონზე, მისი თქმით, გულდასაწყვეტია „უსამართლო შეფასებები“, რომელიც ძირითადად სიცრუით არის გაჯერებული, ხოლო კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც მსგავსი განცხადებებით შემოიფარგლებიან, ევროპასთან კავშირში არ არიან.

„გულდასაწყვეტია, როდესაც მეორე მხრივ, ვისმენთ უსამართლო პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც ძირითადად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით. აღნიშნული განცხადებები და კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებით შემოიფარგლებიან, არანაირ კავშირში არ არიან ევროპასთან და იმ ღირებულებებთან, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, რადიკალურად აცდენილია ეს ყველაფერი ერთმანეთთან“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები