სალომე ზურაბიშვილი - სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება

სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ინტერპრესნიუსს" მედიის მხარდამჭერ მარშზე განუცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მედიის დასაცავად კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა.

"მედიის თავისუფლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - ძირითადი და არსებითი მნიშვნელობა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. სადაც არ არის თავისუფალი მედია, იქ არც თავისუფლებაა, არც დემოკრატია და არც თავისუფალი საზოგადოება. ყველაფერი არის ამაზე დამოკიდებული და ჩვენ ინფორმაციის გარეშე არაფერი და არავინ ვართ, ამიტომ ეს უნდა შევიგნოთ და მგონი, რომ ეს შეგნებაც ჩანს დღეს და კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა მედიის დასაცავად, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა დამოკიდებული ვართ თქვენზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა