სალომე ზურაბიშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაზე - ეს არის სირცხვილი საქართველოსთვის - სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება

სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადება - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის მიერ The New York Times-თან ინტერვიუ.

ზურაბიშვილის თქმით, ხალხის რეაქცია გასაგებია, რადგან მსგავსი განცხადების მიმართ, ის ბუნებრივად წარმოიშვა.

“ეს არის სირცხვილი საქართველოსთვის, სირცხვილი გორისთვის, სირცხვილი და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, მაგრამ, მე როგორც ვიცი, ეს არ არის მისი პირველი ასეთი განცხადება და გასაგები არის ის რეაქცია, რომელიც ბუნებრივად წარმოიშვა ასეთი სამარცხვინო განცხადების მიმართ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - "როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times-ი წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

თავად გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით თქვა, რომ ცილისწამებაა და რუსეთზე დადებითი არასდროს უთქვამს.

„ეს არის ცილისწამება. მე რუსეთზე დადებითი არაფერი მითქვამს. იმ მომენტში რაც არის აღნიშნული სააკაშვილის ხულიგნები არანაირი მსგავსი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი. ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა ფაქტობრივად სააკაშვილის და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, რა თქმა უნდა, ვუჩივლებ“, - აღნიშნავს დავით რაზმაძე „ტვ პირველთან“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის