არჩილ მუსელიანცი - პროკურორი ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი დაკითხვის ოქმს, მაგრამ, რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ და ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდი

პროკურორი ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი დაკითხვის ოქმს, მაგრამ რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდი,- ასე მიმართა ბრალდებულმა არჩილ მუსელიანცმა სასამართლო სხდომაზე პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.

არჩილ მუსელიანცს პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანებას და ცეცხლი წაკიდებას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მან დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც არ არსებობს. მისი თქმით, ექსპერტი ნინო კორაშვილი სასამართლოში თავდაპირველად ამტკიცებდა იმას, რომ ვიდეო მასალაზე, რომელიც საქმეში მის წინააღმდეგ დევს, მონტაჟი ვერ დაინახა და მასალაზე ზოგადი დასკვნა დადო. შესაბამისად, ბრალდებულის თქმით, ექსპერტის ეს პასუხი უნდობლობას იწვევს.

გარდა ამისა, მუსელიანცის თქმით, საქმეში მტკიცებულების სახით არ დევს ის ტანსაცმელი, რომლითაც დააკავეს, მათ შორის ის ზედა, რომელსაც აღენიშნებოდა სისხლის კვალი. ბრალდებულის თქმით, ის დაკავებისას სცემეს და მაისური საქმეში ამ მიზეზით არ ჩაიდო.

„ვიდეოს აღენიშნებოდა მონტაჟის კვალი. ექსპერტმა ნინო კორაშვილმა დადო ზოგადი დასკვნა და ვერ შეასრულა მისი დავალება.

მთავარი მტკიცებულება ეს არის ტანსაცმელი, რომელიც არ არსებობს საქმეში. სად არის ტანსაცმელი - ვერსად აღმოაჩინეს მტკიცებულებები, ლევან ჩხიკვაძემ თქვა, რომ დავწვი ეს ტანსაცმელიო და თურმე შიშველი დავრბოდი რუსთაველზე.

საქმეში ზედა არ ჩადეს, რადგან ის სისხლიანი იყო, ცემისგან.

პროკურორი ამტკიცებს, რომ ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი დაკითხვის ოქმს, მაგრამ რაც მე გავიარე, ქალბატონო პროკურორო, ღმერთმა დაგიფაროთ, ხელს მოაწერდით კი არა, კენედის მკვლელობასაც დაიბრალებდი“,- განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა მიიღოს, ის ამ წუთებში სათათბიროდ არის გასული.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, მუსელიანცს ედავებიან, რომ პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებულ კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება მიყენა და ცეცხლი წაუკიდა, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს