სალომე ზურაბიშვილი - ნიკა გვარამიას შეწყალებისას პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში - 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებისას ის მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში ხელმძღვანელობდა და ამ საკითხს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც მან წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა.

„ნიკა გვარამიას შეწყალებისას, ისევე როგორც ყველა, სხვა შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა მხოლოდ საკუთარი შეხედულებისა და დისკრეციის ფარგლებში. 2023 წელს ნიკა გვარამიას შეწყალებას არანაირი კავშირი არ აქვს მაკკეინის ინსტიტუტის რაიმე საქმიანობასთან.

ქრონოლოგიურად კი, მაკკეინის ინსტიტუტმა პრეზიდენტს გრანტი 2025 წლის დასაწყისში შესთავაზა, რაზეც ასევე, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, პრეზიდენტმა წერილობითი უარი 30 აპრილს განაცხადა”,- წერს ზურაბიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს