რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებებისთვის, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმის მიწოდებისთვის ბრალდება ორ პირს წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებებს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, დაბალკალორიული და იაფფასიანი რძის ნაწარმი მიაწოდეს, რითაც მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დაახლოებით 20 000 ლარს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა