ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა, მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა, მათზე ზრუნვა -პატრონობა და გარემოს უსაფრთხოება, ეს ის საკითხებია, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს და წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„როგორ უნდა გადაწყდეს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე გარემოს უსაფრთხოება და რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების საქმიანობა ამ მხრივ.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, მიუსაფარ ცხოველთა ეფექტიანი მართვა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან იწყება, გამჭვირვალე ბიუჯეტით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს