პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონ სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონ ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სპორტსმენებს სანდრო ბაზაძესა და ეთერ ლიპარტელიანს ჩემპიონატებზე პირველი ადგილის დაკავებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპორტსმენები 65 000-65 000 ლარს მიიღებენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ფარიკაობის ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, სანდრო ბაზაძესა და 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისთვის, ძიუდოს ქალთა ეროვნული ნაკრების გუნდის წევრს, ეთერ ლიპარტელიანს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ჩემპიონები უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევისათვის გათვალისწინებულ ფულად პრიზებთან ერთად, დამატებით 65 000-65 000 ლარს მიიღებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა