ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედისუბანში მამაკაცი მოკლეს - შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რაჭაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქედისუბანში მოხდა, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული შ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ამბროლაურის რაიონის სოფელ ქედისუბანში ბრალდებულმა შ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.ვ.-ს ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. რის შედეგადაც კ.ვ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო