ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია

უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.

„ეს ჯერ ნაადრევია. ვიცით, რომ კონტინგენტების განთავსების საკითხი ცალკეულმა ქვეყნებმა წამოაყენეს, შესაძლოა ორმხრივ დონეზეც კი. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ საწყის დონეზეა“, - განაცხადა ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ.

მისი თქმით, უკრაინაში უცხოური ჯარების განთავსების პირობები პოლიტიკურ დონეზე შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიებით უნდა განისაზღვროს.

„მაგალითად: ადგილზე ვინ გადაწყვეტს, დაარღვიეს თუ არა შეთანხმება რუსებმა ან უკრაინელებმა? რომელი ტერიტორიის დაცვა უნდა მოხდეს? ჯარისკაცებმა მხოლოდ დაკვირვება უნდა აწარმოონ თუ დაცვის ფუნქციაც უნდა ჰქონდეთ? და თუ ეს ასეა, მაშინ რა სახის იარაღით? ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული არაფერია“, - აღნიშნა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს