ფინეთის პრეზიდენტი - რუსეთის მიერ დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება - უახლოეს მომავალში ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა

უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, „ამ ეტაპზე ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის“.

„რუსეთის მიერ დროის გაჭიანურების ტაქტიკა გრძელდება“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

მისი თქმით, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება აიძულოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

„რა თქმა უნდა, მსურს, რომ ტარიფების ან სანქციების მეშვეობით ცეცხლის შეწყვეტა უფრო სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში