ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხედვის საკითხზე რვა ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავს

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ხედვის საკითხზე რვა ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავს.

როგორც „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე წარადგენენ ქვეყნის თავდაცვის ხედვას, ხოლო პოლიტიკურმა სპექტრმა დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს კითხვას, მომავლის დაცვასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობელი არის რუსეთი.

„ეს რეჟიმი და დასავლური ინტეგრაცია ერთმანეთს გამორიცხავს. ამიტომ, თუ გვინდა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, უნდა ვუმუშაოთ რეჟიმის ცვლილებაზე, ყველა დონეზე მის იზოლაციაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამაში ხელს გვიშლიან.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყნის თავდაცვის ხედვას იმიტომ, რომ სიცოცხლის და მით უმეტეს, ჩვენი შვილების სიცოცხლის სიყვარული არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ვთვლი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს კითხვას, როგორ დავიცავთ ჩვენი შვილების სიცოცხლეს, როდესაც ჩვენი მეზობელი არის რუსეთი, რომელიც ისტორიის რევიზიითა დაკავებული და ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა უნდა“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს