ფრიდრიხ მერცი უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე - 10 კილომეტრის მანძილზე ვართ და პირველი 200 მეტრი გავიარეთ

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, ჯერჯერობით, მხოლოდ მცირე პროგრესი არსებობს.

„დიახ, პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვი: 10 კილომეტრის მანძილზე ვართ და შესაძლოა, პირველი 200 მეტრი გავიარეთ, მეტი არა. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, გერმანიისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას ჯერ არ განუხორციელებია „უფრო დიდი დიპლომატიური ძალისხმევა, ვიდრე ბოლო სამი კვირის განმავლობაში“.

მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რამდენად რთული იქნება მომდევნო კვირების ან თვეების განმავლობაში შეთანხმების მიღწევის ამოცანა, თუმცა ეს მიზანი არ უნდა მიატოვონ და უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვა უნდა განაგრძონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს