ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად  700 მილიონამდე დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 7 მილიარდამდე კრონს (დაახლოებით 695.7 მილიონი დოლარი) გამოყოფს, - ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

ნორვეგიის მთავრობაში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას გერმანიიდან მიეწოდება.

„გერმანიასთან ერთად, უზრუნველყოფთ, რომ უკრაინამ მიიღოს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანია და ნორვეგია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ქვეყნისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსული საჰაერო თავდასხმებისგან დაცვის ბრძოლაში“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ.

ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ნორვეგია და გერმანია აფინანსებენ Patriot-ის ორ სისტემას, მათთვის განკუთვნილი რაკეტების ჩათვლი. გარდა ამისა, ნორვეგია მონაწილეობს გერმანული მწარმოებლის Hensoldt-ისგან საჰაერო თავდაცვის რადარების და Kongsberg-ისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაში.

„საჰაერო თავდაცვა ასევე გადამწყვეტია სამხედრო ქვედანაყოფებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად. ახლა, გერმანიასთან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას“, - განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ტორე სანდვიკმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა