სახალხო დამცველი - ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან საარჩევნო კამპანიაში, მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან -  უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს.

იოსელიანმა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.

"წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა, რასაც ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს, ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან კამპანიაში, მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან. სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შემთხვევებს, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დროს ჩემი მხრიდან დამატებით განცხადებებს გავაკეთებ. იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის",- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს