ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იხსენებს, რომ ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა - ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აღიარა მკვლელობა

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი.

ადვოკატის განმარტებით, თეკლა გერსამია ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა და მან ამოიღო.

„ერთხელ აქვს დარტყმული იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. ერთხელ ამოაცალა. რასაც თვითონ იხსენებს, მიშველეო, ერთი დაიძახაო. თეკლას თვალწინ დაირტყა (დანა). მიშველეო უთხრა და ამანაც გამოაძრო, ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. მოვიკიდე და წავიყვანეო.

როდესაც მე პოლიციის განყოფილებაში ვიმყოფებოდი, ეს პოლიციისთვის ცნობილი იყო. ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე, არაფერი იქნებაო. ბავშვი ჰყავდა თან თეკლას და ამ ბავშვთან ერთად სახლში გაგიშვებთო. ამ მიზნით, მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა. ოქმში ეწერა, რომ მე დავარტყი დანაო”, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს